DRIVE.GE
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
 
  1. რამდენი წლის უნდა ვიყო რომ ავიღო მართვის მოწმობა?
  2. რა საბუთებია საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, სად უნდა ავიღო და რა დამიჯდება? (სტანდარტული სახის)
  3. რაში უნდა მოვემზადო მართვის მოწმობის ჩასაბარებლად?
  4. სულ რამდენი ბილეთია სასწავლი?
  5. თეორიულ გამოცდაზე რამდენი კითხვაა, რამდენი ხანი მიმდინარეობს გამოცდა და რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?
  6. რამდენჯერ შემიძლია გასვლა თეორიულ გამოცდაზე და რამდენ ხანში?
  7. რამდენჯერ შემიძლია გასვლა პრაქტიკულ გამოცდაზე და რამდენ ხანში?
  8. როგორია პრაქტიკული გამოცდა?
  9. სად შემიძლია ჩავაბარო მართვის გამოცდები?
  10. ბოლო გამოცდის ჩაბარების დღიდან რამდენ ხანში მომცემენ მართვის მოწმობას და სად ?
  1. რამდენი წლის უნდა ვიყო რომ ავიღო მართვის მოწმობა?

    A და B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად პიროვნება უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის. 
    C, D, E კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად პიროვნება უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის.

  2. რა საბუთებია საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, სად უნდა ავიღო და რა დამიჯდება? (სტანდარტული სახის)

    მართვის მოწმობის მიღებასთან დაკავშირებულ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული  ტესტი.ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან, თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს  ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს  სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.
    პირმა რომელმაც  ფერთა აღქმის ტესტის ჩაბარებისას ვერ მიიღო დადებითი შეფასება, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაიშვება, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემდგომ.
    ჯანმრთელობის დამადასტურებელი ფორმა 100 (იგივე ფსიქო)(არააუცილებელი საბუთი) -  აიღებთ პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში - საშუალოდ 30 – 40 ლარი ღირს (თუ არ გაქვთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა მოგიწევთ 10 წუთიანი ტესტის გავლა მომსახურების სააგენტოში ფერთა აღქმაზე)
    პირადობის მოწმობა (ამას საფულედან ან გულის ჯიბიდან იღებთ და უფასოა J )
    „მართვის მოწმობის გაცემის ქვითარი“ - კოდი 001 (საჭიროა ბანკში უთხრათ ქვითრის დასახელება და კოდი) - ღირებულება 15 ლარი
    „მართვის უფლების მისაღებად გამოცდაზე დაშვება“ - კოდი 003  (საჭიროა ბანკში უთხრათ ქვითრის დასახელება და კოდი) - ღირებულება 40 ლარი
    განაცხადის შევსება, ივსება ადგილზე სპეციალურ ფორმაში და უფასოა.
    _________________________________________________________________
    საერთო ჯამში სტანდარტული მართვის მოწმობის აღება დაგიჯდებათ  87-97 ლარი (დამოკიდებულია ფსიქოს ღირებულებაზე და ემატება 1-1 ლარი ბანკში მომსახურების)
    სხვა მომსახურების ფასები მოყვანილია  მომსახურების სააგენტოს საიტზე

  3. რაში უნდა მოვემზადო მართვის მოწმობის ჩასაბარებლად?

    მართვის მოწმობის ასაღებად მოგიწევთ 2 გამოცდის ჩაბარება:
    1) თეორიული გამოცდა(ავტომობილის მართვის წესების შესამოწმებლად);
    2) პრაქტიკული გამოცდა (ავტომობილის მართვის შესამოწმებლად).

  4. სულ რამდენი ბილეთია სასწავლი?

    საერთო ჯამში ბილეთების რაოდენობა არის 1024 ბილეთი (10.25.2010 თარიღის მონაცემებით), PRAVA.DRIVE.GE-ზე არსებული ბილეთებიდან მოდის ყველა საკითხი. 

  5. თეორიულ გამოცდაზე რამდენი კითხვაა, რამდენი ხანი მიმდინარეობს გამოცდა და რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?

    თეორიულ გამოცდაზე არის 30 კითხვა, კითხვებზე პასუხების გასაცემად გეძლევათ 30 წუთი,  30 კითხვიდან მინიმუმ 27-ს სწორად უნდა გასცეთ პასუხი, 4 არასწორი პასუხი ჩაჭრის ტოლფასია. 

  6. რამდენჯერ შემიძლია გასვლა თეორიულ გამოცდაზე და რამდენ ხანში?

    თუ ვერ  ჩააბარებთ თეორიული გამოცდას, დამატებით გამოცდაზე დაიშვებით შვიდი დღის შემდეგ და გამოცდაზე დაშვების საფასურს იხდით ახლიდან - კოდი 003   - ღირებულება 40 ლარი.

  7. რამდენჯერ შემიძლია გასვლა პრაქტიკულ გამოცდაზე და რამდენ ხანში?

    პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში თქვენ შეუძლიათ ხელმეორედ გამოცდაზე გასვლა 7 დღის შემდეგ, თუ თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან ერთ თვის განმავლობაში ვერ მოახერხეთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან და შესაბამისად დაშვების საფასურს იხდით თავიდან - კოდი 003   - ღირებულება 40 ლარი.

  8. როგორია პრაქტიკული გამოცდა?

    შემდეგ სურათებზე ნაჩვენებია პრაქტიკული გამოცდის 6 ეტაპი: აღმართი, ეზო, პარკირება, რვიანი, უკუსვლა, ზიგზაგი
    ამ 6 საკითხს ინსტრუქტორები ავტოსკოლაში შეგასწავლიან, თუმცა ამათ გარდა გამოცდაზე დაგვხდებათ შუქნიშანი და ლიანდაგი. შუქნიშნის წითელ და ყვითელ ფერებზე გასვლა აკრძალულია და ამ დროს უნდა გაჩერედეთ, მოძრაობის უფლება გექნებათ მხოლოდ მწვანე ფერზე, ხოლო ლიანდაგის გავლის წინ უნდა შეანელოთ მოძრაობა, მაგრამ არ გაჩერდეთ და გაიხედოთ ორივე მხარეს, რათა დარწმუნდეთ, რომ მატარებელი არ გიახლოვდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიაროთ ლიანდაგი. ამ პირობების არშესრულების შემთხვევაში თქვენ მართვის მოწმობას არ გადმოგცემენ.
    ქვემოთ იხილეთ გამოცდის პოლიგონის სურათი (დააჭირეთ სურათს გადიდებისთვის)



  9. სად შემიძლია ჩავაბარო მართვის გამოცდები?

    მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება  შეგიძლიათ რუსთავის მომსახურების სააგენტოს ოფისში, რომელიც მდებარეობს რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ასევე შესაძლებელია  გორის სააგენტოს მომსახურების ოფისში რომელიც მდებარეობს ქ.გორი-ს შესასვლელში.

  10. ბოლო გამოცდის ჩაბარების დღიდან რამდენ ხანში მომცემენ მართვის მოწმობას და სად ?

    ბოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში თბილისში გ.ქავთარაძის ქუჩაზე 5 ნომერში, მომსახურების სააგენტოს ოფისში აიღებთ მართვის მოწმობას. 

კომენტირებისთვის გაიარეთ ავტორიზაცია
saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.2734
14:09:28